უპირველეს ყოვლისა გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.
როგორც მოგახსენეთ, ჩვენი ინსტიტუტი იკვლევდა კერძო რეპეტიტორობის ინსტიტუტს საქართველოში. გვინდა მოგაწოდოთ კვლევის შედეგები. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით.
განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით 2010 წლის 1 ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს „თემის მობილიზაციის მოდელის დანერგვა ბუნების დაცვის საკითხების ირგვლივ" პროექტის ფარგლებშ შეიქმნა სკოლების ქსელი, რომლის ფარგლებში ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას. ქსელი ღიაა ყველა დაინტერესებული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და აგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი პროექტის გარშემო არსებული თემატიკით.
No comments:
Post a Comment