საგანმანათლებლო ინსტიტუციათა ქსელის პატივცემულო წევრებო,
ჩვენი ორგანიზაცია ღია საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ტარდება კვლევა იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლებაზე წვდომის ხარისხის დასადგენად.
ვინაიდან, ჩვენს ქსელში შემავალი სკოლების ნაწილი ახორციელებს ინკლუზიური განათლების პროექტებს ჩვენთვის საინტერესოა მივიღოთ თქვენთან არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ამისათვის თქვენ შეგიძლიათ კითხვარი შეავსოთ ონლაინ რეჟიმში ქვემოთ მოცემული ბმულზე გადასვლის საშუალებით.
კითხვარი ინკლუზიური განათლების შესახებ
დიდი მადლობა მონაწილეობისათვის!
P.S. ასევე შეგიძლიათ უფრო დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას პროექტის შესახებ.



