5.1.12

ინსტიტუტმა განახორციელა ეროვნული სასწავლო გეგმის შესწავლა


ინსტიტუტმა განახორციელა ეროვნული სასწავლო გეგმის შესწავლა. მდგრადი განვითარების თემის ასახვის მოცულობის დადგენის მიზნით. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდება რეკომენდაციები არსებულ სასწავლო გეგმაში მდგრადი განვითარების საკითხების კიდევ უფრო აქტიური დანერგვისათვის. კვლევა აგრეთვე მიმოიხილავს მდგრადი განვითარების შინაარს საგნობრივ სასწავლო გეგმებსა და სახელმძღვანელოებში, რათა უფრო ზუსტი მონაცემები გვქონდეს თუ როგორ მიეწოდება ეროვნული გეგმის ელემენტები მოსწავლეებს. კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტში ადვოკატირების კამპანიის 

3.1.12

კერძო რეპეტიტორობის ფენომენის კვლევა საქართველოში

უპირველეს ყოვლისა გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.

როგორც მოგახსენეთ, ჩვენი ინსტიტუტი იკვლევდა კერძო რეპეტიტორობის ინსტიტუტს საქართველოში. გვინდა მოგაწოდოთ კვლევის შედეგები. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით.

18.10.11

განათლების ხელმისაწვდომობის კვლევა

საგანმანათლებლო ინსტიტუციათა ქსელის პატივცემულო წევრებო,


ჩვენი ორგანიზაცია ღია საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ტარდება კვლევა იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლებაზე წვდომის ხარისხის დასადგენად.

ვინაიდან, ჩვენს ქსელში შემავალი სკოლების ნაწილი ახორციელებს ინკლუზიური განათლების პროექტებს ჩვენთვის საინტერესოა მივიღოთ თქვენთან არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ამისათვის თქვენ შეგიძლიათ კითხვარი შეავსოთ ონლაინ რეჟიმში ქვემოთ მოცემული ბმულზე გადასვლის საშუალებით.

კითხვარი ინკლუზიური განათლების შესახებ

დიდი მადლობა მონაწილეობისათვის!

P.S. ასევე შეგიძლიათ უფრო დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას პროექტის შესახებ.

მოგესალმებით ჩვეენს ბლოგზე!

აღნიშნული ბლოგი შექმნილია განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ მის პროექტებში ჩართული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. 

ბლოგზე თქვენ შეძლებთ გამოაქვეყნოთ და კოლეგებთან ერთად განიხილოთ ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციის წარმატებების, პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ!

თქვენი ტექსტები შეგძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფაოსტაზე -



 ბლოგის ადმინისტრაცია


პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამის (მატრას) ფინანსური მხარდაჭერით

14.7.11

ინფორმაცია პროექტის შესახებ

განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი 2010 წლის 1 ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს „თემის მობილიზაციის მოდელის დანერგვა ბუნების დაცვის საკითხების ირგვლივ“. პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამის (მატრას) ფინანსური მხარდაჭერით